ყველაფერს გავაკეთებ! - ჯიმი ტაბიძე "ფორტუნაში" ისინჯება [PHOTO]

AutoSharing Option
შარშან, ოქტომბერში, თბილისმა 19-წლამდელთა საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებს რომ უმასპინძლა, საქართველოს დედაქალაქს ევროპელი სელექციონერებიც სტუმრობდნენ. იმ თამაშებს დიუსელდორფის "ფორტუნას" სპორტული დირექტორი მარკ ულშოფერიც ესწრებოდა. მაშინ მან გაგვიმხილა, რომ რამდენიმე ფეხბურთელს აკვირდებოდა.

"19-წლამდელთა ტურნირს საგანგებოდ დავესწარი, რადგან რამდენიმე მოთამაშე მაინტერესებდა. ყველაზე მეტად საქართველოს ნაკრები და მისი ფეხბურთელები მომეწონა. ორი-სამი ქართველი ტალანტის გვარი ჩავინიშნე. მჯერა, მათ მაღალ დონეზე თამაშის პოტენციალი გააჩნიათ", - ამბობდა დიუსელდორფელი ჩინოსანი.

გავიდა დრო და გერმანიაში "საბურთალოს" 18 წლის ცენტრალური მცველი ჯიმი ტაბიძე წავიდა, რომელმაც მაშინდელი მინი-ტურნირი ტრავმის გამო გამოტოვა.
ამჟამად ტაბიძე "ფორტუნაში" სინჯებზეა და მისი საკითხი მალე გაირკვევა.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge
ქართველის შესაძლო ტრანსფერს გერმანული გამოცემა "ბილდიც" გამოეხმაურა სათაურით - "ჯიმი ტაბიძე: კონტრაქტის გასაფორმებლად ყველაფერს გავაკეთებ".

"გუშინ დიუსელდორფის "ფორტუნაში" ტესტირებაზე ჯიმი ტაბიძე (18 წლის) გამოჩნდა. ქართველმა გუნდის მწვრთნელები ზამთრის სატრანსფერო "ფანჯრის" დახურვამდე დარჩენილ ერთ კვირაში უნდა დააინტერესოს.

"მზადება მშვენივრად მიმდინარეობს, "ფორტუნა" კი კარგი გუნდია. მინდა, რომ დიუსელდორფში დავრჩე. კონტრაქტის გასაფორმებლად ყველაფერს გავაკეთებ", - ამბობს ტაბიძე.

ტაბიძე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებისა და "საბურთალოს" წევრია. ახალგაზრდა ფეხბურთელი ამბობს, რომ "ფორტუნასა" და "საბურთალოს" პრეზიდენტებს მეგობრობა აკავშირებთ.

კომენტარი გააკეთა "ფორტუნას" მენეჯერმა ჰელმუტ შულტემ: "ტაბიძე ძალიან ნიჭიერი ცენტრალური მცველია. დიდი ხანია მას ვაკვირდები. ახლა ვნახავთ, როგორ ვითარდება".

ქართველებისთვის ესოდენ ძვირფასი ქალაქის, დიუსელდორფის კლუბს წარსულში ცნობილი მეკარე ოლივერ რეკი ("ვერდერთან" ერთად თბილისშიც უთამაშია 1987 წელს) ავარჯიშებს. 31 ქულით გუნდი II ბუნდესლიგაში მე-6 პოზიციაზეა და მეორეადგილოსან "კარლსრუეს" სულ 2 ქულით ჩამორჩება.

ბუნდესლიგაში (საიდანაც დიუსელდორფელები წინა სეზონში გავარდნენ) პირდაპირი წესით 2 გუნდი გადადის და, აქედან გამომდინარე, "ფორტუნას" ელიტაში დაბრუნების შანსები გააჩნია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
სურათია იმნაირი თორე ჩვეულებრივი გამოხედვა აქვს
saba
00:06 31-01-2015
0
ხალხო ვერ ხვდებით რო სურატია იმნაირი ??
saqartvelo
00:05 31-01-2015
0

სიახლეები პოპულარული