ჯანო ანანიძე: მოსკოვის "სპარტაკიდან" წასვლა არ მსურს

AutoSharing Option
spartak-fan.ru აქვეყნებს ჯანო ანანიძის კომენტარს მის მომავალთან დაკავშირებით მოსკოვის "სპარტაკში". შეგახსენებთ, რომ მედიის მტკიცებით, მოსკოვური კლუბი მას გაანათხოვრებს, დიდი ალბათობით, ისევ "როსტოვში".

"სულაც არ ვფიქრობ კლუბის გამოცვლაზე. ახლა მე ისევ მაქვს "სპარტაკის" ხელმძღვანელობის ნდობა და მსურს, მურატ იაკინს დავუმტკიცო, რომ კლუბში ადგილის მოპოვება ძალიან მსურს და ვხვდები, რომ მაშინ არ ვიყავი მართალი.

კლუბის დატოვება იოლი გამოსავალია, აი, გუნდში ადგილის მოპოვებაა რთული. მაგრამ მე სწორედ ეს მსურს. მინდა გუნდის ფანებისთვის ალექსივით საჭირო ფეხბურთელი გავხდე, რომელსაც ყველაზე ხშირად იხსენებენ ისინი.

ახლა ყველაფერი ჩემსა
და მწვრთნელზეა დამოკიდებული. თუ მზად ვიქნები და მწვრთნელიც მენდობა, ვეცდები, მაქსიმუმი გავიღო და შემადგენლობაში მკვიდრად მოვიკიდო ფეხი", - განაცხადა ქართველმა ლეგიონერმა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ძალიან ცუდი, რომ ამდენი ხანი ვერაფრით ვერ მიხვდა, რომ არ არის მისი ადგილი სპარტაკში. ძალიან ცუდი, რომ არაფრით არ უნდა ნორმალურ ლიგაში გადასვლა. არადა ძალიან დიდი იმედი მქონდა ამ ბიჭის :(
ლევანი
16:38 29-01-2015
0
წადი ჯანო შენთვის აჯობებს.არ გვყავს დასაკარგი ბიჭები.
tamazi tsomaia
17:08 29-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული