ჯანო ანანიძეს მოსკოვის "სპარტაკის" მთავარი მწვრთნელი რეზერვში ხედავს?

AutoSharing Option
საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მოსკოვის "სპარტაკის" მთავარი მწვრთნელი მურატ იაკინი ჩვენებურ ჯანო ანანიძეს რეზერვისტ ფეხბურთელთა შორის ხედავს.

ესპანურ მარბელიაში შეკრებაზე მყოფმა "სპარტაკმა" ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ჯანო ორივე შემთხვევაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში.

პირველ შეხვედრაში "სპარტაკი" პოლონურ "ზავიშას" დაუპირისპირდა. შეხვედრა 0:0 დასრულდა. ანანიძე მოედანზე 71-ე წუთიდან გამოჩნდა.

შეკრების მეორე მატჩში "სპარტაკი" ბულგარულ "ლუდოგორეცს" შეხვდა და 2:3 წააგო. ანანიძემ 68-ე წუთზე ჰოლანდიელი პრომესი შეცვალა.

Sportall.Ge

"როსტოვს" კი კვლავაც სურს ჯანოს იჯარით აყვანა. ამის თაობაზე კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრ შიკუნოვმა უთხრა "სპორტ
ექსპრესს", თუმცა "სპარტაკი" ქართველს ვერ ელევა და გუნდიდან წასვლა აღარც ჯანოს სურს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია ,მაგრამ მონდომება აკლია.ეტყობა სპარტაკში კომფორტულად გრძნობს თავს.წელიწადში1.2 მილიონი ცოტა არაა:))
levani
11:42 03-02-2015
0
ეეე ჯანო არ გდომებია ფეხბურთის თამაში შენ!
გსიამოვნებს როგორც ჩანს სათარიგოზე ყოფნა ნაკლები სირბილი და გარჯა !
უწვალებელი შემოსავალი გაქ და რატო მოიკლვა თავს ძირითადისთვის
მალე სულ დაიკარგები თუ ეგრე გააგრძელე
დაუფიქრდი ცოტა
gaga
13:29 02-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული