ჯიმი ტაბიძე "ფორტუნაში" მოეწონათ, მაგრამ ახლა არ აჰყავთ

AutoSharing Option
18 წლის მცველი ჯიმი ტაბიძე გერმანულ "ფორტუნაში" სინჯებზე იმყოფება. "ფორტუნამ" ამხანაგური მატჩი გამართა "ბრაუნშვაიგთან" და 6:1 იმარჯვა. ჩვენებურმა ცენტრალური მცველის პოზიციაზე შეუცვლელად ითამაშა.

აი, რა თქვა მატჩის შემდეგ "ფორტუნას" სპორტულმა დირექტორმა ჰელმუტ შულტემ:

"ჯიმიმ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მას ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ავიყვანთ".

derwesten.de-ს ცნობით, ქართველი ფეხბურთელი თურქეთში გაფრინდება, სადაც ანტალიაში თავის გუნდ "საბურთალოს" შეუერთდება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს ეხლა სასწრაფოდ დინამოში ან დილაში,დაეშვას გერმანული ფიქრებიდან რაც შეიძლება მალე და ელიტ რაუნდზე გამოიჩინოს თავი,არ დაიშუროს ძალისხმევა და ფორტუნას და მისნაირებს წამოუვად ცინგლები უკან,რომ მოიტოვებს!!! უფრო ძლიერ კლუბში!!!
zura
23:41 02-02-2015
0
შანსი არაა ვინმეს მოეწონო ევროპაში და ეგრევე არ გაგიფორმონ კონტრაქტი. სად გაგიშვებენ თუ ტალანტი დაინახეს
emre
22:55 02-02-2015
0

სიახლეები პოპულარული