[სკანდალი] გია გრიგალავას აკრძალული პრეპარატი აღმოუჩინესო...

AutoSharing Option
championat-rostov.ru-ს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებისა და "ანჟის" მცველი გია გრიგალავა, შესაძლოა, სკანდალში გაეხვეს.

დაღესტნური კლუბი აპირებს, ვადაზე ადრე გაუწყვიტოს კონტრაქტი 25 წლის ფეხბურთელს, რომელსაც, თითქოსდა, შარდში აკრძალული პრეპარატი აღმოაჩნდა.

"გრიგალავამ, ისევე, როგორც "ანჟის" სხვა ფეხბურთელებმა, იანვარში ანალიზები ჩააბარა, - ამბობს ზემოთ ხსენებულ ვებგვერდთან დაახლოებული წყარო. - მაგრამ კლუბმა დამატებით მოითხოვა რამდენიმე მოთამაშის შემოწმება და, მათ შორის, გრიგალავასიც, რომელიც "ანჟის" ბაზაზე ცხოვრობს და იქვე იღებს საკვებს. ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. გრიგალავასთვის შესაბამისი ცნობა არ მიუციათ, თუმცა კი მიანიშნეს, რომ ეფიქრა "ანჟიში" მის
მომავალზე".

მარტივად რომ ვთქვათ, ქართველს სხვა კლუბის მოძებნა ურჩიეს. გრიგალავას კი ალტერნატიული წინადადება აქვს - ის კლუბს სთავაზობს, დაინიშნოს დამოუკიდებელი გამოკვლევა მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში, თანაც, მისივე სახსრებით.

საქართველოს ნაკრების მცველი კატეგორიულად უარყოფს აკრძალული პრეპარატის მიღებას და "ანჟისგან" ადეკვატურ რეაქციას ელის.

გრიგალავა მახაჭყალის კლუბში წლინახევრის წინ, "კრილია სოვეტოვიდან" გადავიდა და "ანჟისთან" კონტრაქტით კიდევ ერთი ამდენი აკავშირებს. არ არის გამორიცხული, მან კარიერა გააგრძელოს პერმის "ამკარში", რომელსაც მისი ძველი ნაცნობი გაჯი გაჯიევი წვრთნის.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ისე სადაა ლოგიკა? რად უნდოდა ამას აკრძალული პრეპარატები? მაინც არ თამაშობს ძირითადში... აქ სხვა რაღაცაშია საქმე...
zura1504
12:59 06-02-2015
0
მაგრად ერჩიან ამ ბიჭს.. არ ათამაშებენ და ეხლა ხელფასის გადახდაც არ უნდათ
papuna
11:53 06-02-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული