კობიაშვილი გრიპმა შეაყოვნა, ყენია თურქეთშია

AutoSharing Option
სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას შეუდგა ლევან კობიაშვილის "ჰერტა", თუმცა წლის პირველ ვარჯიშზე ჩვენებური არ გამოჩენილა - კობიაშვილს გრიპი აქვს და როგორც ექიმები აცხადებენ, ვარჯიშს ამ დღეებში განაახლებს.

ჩვენი ნაკრების კიდევ ერთ წევრი ლევან ყენია კი უკვე მწყობრშია და გუნდთან ერთად ვარჯიშობს. იგი მოსამზადებელ შეკრებაზე თურქეთშია. გელზენკირხენის "შალკე" ბელექში სამ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს - 7 იანვარს "ტრაბზონსფორთან", 9-ში "ქარაბუქსფორთან", 12-ში კი "ესქიშეჰირსფორთან".

"ხუმარების" თავკაცი ფელიქს მაგათი ყენიაზე დიდ იმედს ამყარებს, მას მეორე წრისთვის ამზადებს და შესაძლოა, სამივე საკონტროლო შეხვედრაში ათამაშოს. "შალკე"
სეზონს 15 იანვარს "ჰამბურგთან" საშინაო შეხვედრით განაახლებს.



.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული