გურამ კაშია ათეულს უმიზნებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ჰოლანდიური "ვიტესის" მცველმა გურამ კაშიამ ნიდერლანდურ "სოკერნეტთან" ჩემპიონატის პირველი ნახევარი შეაფასა და მომავალზეც ილაპარაკა.

"ჰოლანდიურ ერედივიზიონში სადებიუტო სეზონი მაქვს. ჩემპიონატის თაობაზე ჩემი პირველი შთაბეჭდილება დადებითია. ჰოლანდიაში საქართველოს ჩემპიონატიდან აღმოვჩნდი, ჩემთვის ეს წინგადადგმული ნაბიჯია. კვირიდან კვირამდე ვრწმუნდები, რომ ჰოლანდიის ჩემპიონატში დიდი კონკურენციაა", - თქვა კაშიამ. სათამაშო ამპლუის შესახებ კითხვას კი ასე უპასუხა:

"თბილისის "დინამოში" ცენტრალური მცველი ვიყავი. "ვიტესში" მარჯვენა მცველად მიწევს თამაში, მაგრამ ეს პოზიცია ჩემთვის უცხო არ არის. მარჯვენა მცველად ადრეც მითამაშია და სადაც გუნდს დავჭირდები, მზად
ვარ, იქ ვითამაშო".

ქართველმა მცველმა გუნდის მიზნებზე შემდეგი თქვა:

"ვიტესში" ჩემი გადასვლისას გუნდი ცხრილის ფსკერზე იყო. ძნელად, მაგრამ მაინც შევძელით ზემოთ ანაცვლება. თუმცა ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ და იმედი მაქვს, უკეთეს პოზიციაზე ვიქნებით. სეზონის განახლებამდე კიდევ გავძლიერდებით და ვფიქრობ, შეგვიძლია, ათეულში მოსახვედრად რეალურად ვიბრძოლოთ".

18-გუნდიან ჰოლანდიურ ჩემპიონატში "ვიტესი", 19 მატჩში მოპოვებული 18 ქულით, მე-15 ადგილზეა, მეათე ადგილზე მყოფ "უტრეხტს" 8 ქულით ჩამორჩება, სეზონს კი 22 იანვარს აუტსაიდერ "ვილემ II"-სთან გასვლითი მატჩით განაახლებს.




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული