მოსკოვის "სპარტაკმა" თურქეთში ჯანო ანანიძეც წაიყვანა

AutoSharing Option
6 თებერვალს, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკთან" ერთად თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა, სადაც გუნდი ჩემპიონატის მეორე ნაწილისთვის 22 თებერვლამდე მოემზადება. ცნობილია, რომ "სპარტაკი" ბელეკში ხუთ საკონტროლო მატჩს გამართავს.

ამრიგად, ქართველი ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერზე ხმები ჯერჯერობით ხმებად რჩება.

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ანანიძის გამოსყიდვა მეორე მოსკოვურ კლუბს, "ლოკომოტივს" სურს, რომელმაც ქართველი ფეხბურთელის წარმომადგენელთან პირველი მოლაპარაკება უკვე გამართა. ჯერჯერობით, საქმე ამის იქით აღარ წასულა...

შეგახსენებთ, რომ ანანიძე "სპარტაკს" პირველ შეკრებაზე ესპანეთშიც ახლდა, სადაც რამდენიმე საკონტროლო მატჩში შეცვლაზე ითამაშა.

სხვათა შორის,
თურქულ შეკრებაზე მურატ იაკინის გუნდთან ერთად არ იქნება არტიომ ძიუბა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ყველა დროის ყველაზე დიდი ქართველი ტალანტი
bidzo
16:55 06-02-2015
0
ანგლობ თუუ
sake
17:19 06-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული