გაჯი გაჯიევი: ჩემ დროს გია გრიგალავას მსგავსი პრობლემა არ ჰქონია

AutoSharing Option
გია გრიგალავასთან დაკავშირებულ სკანდალს გამოეხმაურა "ამკარის" თავკაცი გაჯი გაჯიევი. შეგახსენებთ, რომ "ამკარი" დაინტერესებულია გია გრიგალავას შეძენით, ხოლო გაჯიევი ადრეც წვრთნიდა გრიგალავას:

"მე ზუსტად არ შეიძლება ვიცოდე, მაგრამ როდესაც ჩვენ ერთად ვმუშაობდით, დიდი ალბათობით, მსგავსი პრობლემა არ ყოფილა.

"დიდი ალბათობით" იმიტომ დავაყოლე, რომ შეუძლებელია, სხვა ადამიანის პირადი ცხოვრების შესახებ ყველაფერი იცოდე.

ყოფილა შემთხვევები, რომ ფეხბურთელები "ერთობოდნენ"? დიახ, ყოფილა, მაგრამ გრიგალავას მსგავსი პრობლემა არ ჰქონია.

მაგრამ ადამიანის მდგომარეობა ბევრ რამეზეა დამოკიდებული და ის იცვლება. როცა შენ სჭირდები გუნდს და თამაშობ, სულ სხვა
ემოციური ფონი გაქვს, როცა დუბლთან ერთად ვარჯიშობ და მომავალშიც ნათელი არ ჩანს, სულ სხვაა", - განაცხადა გაჯიევმა.

შეგახსენებთ, რომ "ანჟის" ქართველ ფეხბურთელს ნარკოტიკის მოხმარება ბრალდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული