ჯანო ანანიძეს არ გაუმართლა - თურქულ შეკრებაზე, ანტალიაში, 17 თებერვალს ტრნავის "სპარტაკთან" გასამართ საკონტროლო შეხვედრაში, მოსკოვის "სპარტაკის" მთავარმა მწვრთნელმა
მურატ იაკინმა ქართველი ჰავბეკი სასტარტო შემადგენლობაში კი დააყენა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ზედ თამაშის წინ, მოთელვისას ტრავმა მიიღო...
სავარაუდოდ, ტრავმა სერიოზული არაა.
"ჯანომ გახურებისას მიკროდაზიანება მიიღო", - ნათქვამია მოსკოვის "სპარტაკის" ოფიციალურ "ტვიტერზე".
შეგახსენებთ, რომ "სპარტაკის" თავკაცის გადაწყვეტილებით, ანანიძე მოსკოვურ კლუბში რჩება და სეზონის განახლებისთვის გუნდთან ერთად თურქეთში ემზადება.