ჯანო ანანიძეს "სპარტაკის" მწვრთნელი სწყალობს, ბედი - არა

AutoSharing Option
ჯანო ანანიძეს არ გაუმართლა - თურქულ შეკრებაზე, ანტალიაში, 17 თებერვალს ტრნავის "სპარტაკთან" გასამართ საკონტროლო შეხვედრაში, მოსკოვის "სპარტაკის" მთავარმა მწვრთნელმა მურატ იაკინმა ქართველი ჰავბეკი სასტარტო შემადგენლობაში კი დააყენა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ზედ თამაშის წინ, მოთელვისას ტრავმა მიიღო...

სავარაუდოდ, ტრავმა სერიოზული არაა.

"ჯანომ გახურებისას მიკროდაზიანება მიიღო", - ნათქვამია მოსკოვის "სპარტაკის" ოფიციალურ "ტვიტერზე".

შეგახსენებთ, რომ "სპარტაკის" თავკაცის გადაწყვეტილებით, ანანიძე მოსკოვურ კლუბში რჩება და სეზონის განახლებისთვის გუნდთან ერთად თურქეთში ემზადება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯოხით ახურებდნენ? ასეთიც არაფერი გამიგია - ფეხბურთელია თუ ბალერინა ეს დალოცვილი?
silovan dzgeria
19:30 17-02-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული