მურატ იაკინი: ჯანომ ამ ზამთარს საკმაოდ კარგად წარმოაჩინა თავი

AutoSharing Option
საქმეს ისეთი პირი უჩანს, ჯანო ანანიძესა და მოსკოვის "სპარტაკის" მთავარ მწვრთნელ მურატ იაკინს შორის ურთიერთობა უკეთესობისკენ იცვლება. ყოველ შემთხვევაში, შვეიცარიელი სპეციალისტი ქართველ ჰავბეკს "ძველ ცოდვებს" აღარ უხსენებს, კარგი თვალით უყურებს და სავარაუდოდ, ჩემპიონატის დარჩენილ ნაწილში სათამაშო დროსაც არ მოაკლებს.

არადა, ბოლოს აქტიურად იყო საუბარი, რომ "სპარტაკი" ჯანო ანანიძეს სხვა გუნდში გაუშვებდა, მაგრამ მოულოდნელად, ესპანური შეკრების შემდეგ ქართველის გაშვებას თავად იაკინი შეეწინააღმდეგა და თურქულ შეკრებაზე მისი წაყვანა გადაწყვიტა.

ახლა ჯანოს მცირე ტრავმა აქვს და მოედანს უახლოეს დღეებში დაუბრუნდება, იქამდე კი მოსკოველთა
მთავარმა მწვრთნელმა ინტერვიუში ტრანსფერების თემაზე ილაპარაკა და ანანიძეც ახსენა.

"სანამ რუსეთში სატრანსფერო ფანჯარა ღიაა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს - განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, თუკი გამოჩნდება ისეთი ფეხბურთელი, რომელიც გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებს. თუმცა არ ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე ვინმეს დამატება აუცილებლად გვჭირდება.

გვჭირდება თუ არა კიდევ ერთი თავდამსხმელი? ჩვენ გვყვანან ფეხბურთელები, რომლებსაც შეტევაში თამაშის გამრავალფეროვნება შეუძლიათ. თეორიულად, ჩვენ ნომინალური თავდამსხმელის გარეშეც შეგვიძლია თამაში, რადგან გვყავს პრომესი და ხურადო, ელბერტი და ჯანო... ამ უკანასკნელმა საკმაოდ კარგად წარმოაჩინა ამ ზამთარს თავი", - აცხადებს იაკინი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კონტრაქტი გისრულდება ჯანო, და თუ სათამაშო პრაქტიკას მოგცემენ, ამან არ მოგატყუოს, და არ გაახანგრძლივო.
SHUKOVANI
17:58 23-02-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული