ავთო ებრალიძემ ტრავმა მოიშუშა და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო

AutoSharing Option
პორტუგალიური "ჟილ ვისენტეს" ბანაკიდან გამოსული ინფორმაციის თანახმად, გუნდთან ერთად ვარჯიში აქამდე ტრავმირებულმა ავთო ებრალიძემ დაიწყო.

23 წლის ქართველი ნახევარმცველი ჯერჯერობით მხოლოდ მსუბუქად მოითელა და მომავალი ტურისთვის შესაძლოა, ფორმაში ვერ იყოს.

წლეულს არც "ჟილ ვისენტეს" მისდის საქმეები კარგად და არც ჩვენებურს - გუნდი 17 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა და ელიტაში დარჩენისთვის იბრძვის.

ებრალიძე ამ სეზონში ტრავმამ გატანჯა, მხოლოდ 6 მატჩი ითამაშა. მის ანგარიშზე ერთი საგოლე პასია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული