ჯანო და ტრენაჟორები - ანანიძე კუნთებს იმაგრებს [PHOTO]

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკმა", რომელთან ერთადაც სეზონის განახლებისთვის ემზადება ჯანო ანანიძეც, თურქეთში ზამთრის მესამე შეკრება დაიწყო. ქართველ ჰავბეკს მცირე ტრავმა კი აქვს და ჯერჯერობით ვერ თამაშობს, თუმცა ეს ხელს არ უშლის, გუნდთან ერთად კუნთების მომაგრებაზე იმუშაოს.

26 თებერვალს მურატ იაკინის გუნდმა დღე ფიზმომზადების მწვრთნელების თანხლებით სატრენაჟორო დარბაზში გაატარა, სადაც ყურადღება ძალისმიერ დატვირთვებზე გაამახვილა. ტრენაჟორებით ივარჯიშა ჯანომაც.

Sportall.Ge

Sportall.Ge

თურქულ შეკრებაზე მოსკოვურ გუნდს კიდევ ორი სპარინგ-მატჩი აქვს დაგეგმილი - 28 თებერვალს მახაჭყალის "ანჟისთან" , ხოლო 3 მარტს კოპენჰაგენის "აკადემისკთან". ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა ქართველი
ნახევარმცველი აღნიშნულ შეხვედრებში მონაწილეობას.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ახლა უკვე აშკარად პერსპექტიულია. კიდევ ერთი წელი და გახდება სუპერპერსპექტიული
0
ჯანო, მიდი , მიაწქი. წარმატებები და წარმატებები. თანაც გირჩევ ნუ მიაქცევ ყურადღებას ქართველმოძულე ელემენტებს (ძგვიბინას, ika-ს და მსგავს ამებებს.
qobuletski
15:35 27-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული