"სამწუხაროა, რომ "როსტოვში" ძიუბასთან ერთად ჯანო ანანიძეც არ ბრუნდება"

AutoSharing Option
ყოფილი საბჭოთა კავშირის ნაკრების ვეტერანმა ვიქტორ პონედელნიკმა მოსკოვის "სპარტაკიდან" "როსტოვში" იჯარით არტიომ ძიუბას გადასვლაზე კომენტარი გააკეთა, სადაც ჯანო ანანიძეც ახსენა.

შეგახსენებთ, სპარტაკელმა მეგობრებმა - ძიუბამ და ჯანომ წინა სეზონი იჯარით "როსტოვში" ერთად გაატარეს და ამ გუნდში რუსეთის თასიც მოიგეს; აი, წელს კი მათი გზები გაიყარა - ქართველი ჰავბეკი "სპარტაკის" თავკაცმა მურატ იაკინმა არსად გაუშვა.

"სამწუხაროა, რომ დონის ნაპირებს ძიუბასთან ერთად ანანიძეც არ დაუბრუნდება. მომწონდა მათი წყვილი მოედანზე - ფეხბურთელები კარგად უგებდნენ ერთმანეთს და მთლიანად გუნდსაც, საფეხბურთო თვალსაზრისით, ჰარმონიულად ეწყობოდნენ", -
თქვა პონედელნიკმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული