გიორგი ფოფხაძე ივნისამდე "იაგელონიას" ფეხბურთელია

AutoSharing Option
28 წლის გიორგი ფოფხაძე უკვე ოფიციალურად გახდა ბიალისტოკის "იაგელონიას" წევრი.

ქართველმა ფეხბურთელმა პოლონური ექსტრაკლასას ერთ-ერთ მოწინავე კლუბთან ივნისამდე გააფორმა ხელშეკრულება.

ქართველი ფეხბურთელი მინსკის "დინამოსთან" ერთად ემზადებოდა სეზონისთვის, თუმცა "იაგელონიაში" აღმოჩნდა. საქმე იმაშია, რომ პოლონური გუნდის მარცხენა მცველი მარკ ვასილიუკი მძიმედ დაშავდა - მუხლის ჯვარედინი იოგები დაიშავა.

შეგახსენებთ, რომ ფოფხაძე 2013-14 წლების სეზონში უკვე თამაშობდა "იაგელონიაში". სეზონის პირველი ნახევარი მან ბოლნისის "სიონში" გაატარა.

ეროვნულ ნაკრებში გიორგი ფოფხაძეს 11 მატჩი აქვს ჩატარებული.

პოლონურ ელიტაში სამი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს: ფოფხაძე, ნიკა ძალამიძე (ორივე
- იაგელონია) და გიორგი ალავერდაშვილი (ზავიშა).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული