გიორგი ლორია: ასეთ ვითარებაში ფეხბურთი როგორ ვითამაშოთ?

AutoSharing Option
ethnos.gr-ის ინფორმაციით, კრეტული ოფი-ს ქართველი გოლკიპერი გიორგი ლორია თავის კუთვნილ ფულს ითხოვს.

უკვე გადაწყვეტილია, რომ ის სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს. სხვათა შორის, კლუბთან შეთანხმებით, ხელშეკრულებას ორი წელი მოაკლდა და მხოლოდ ერთწლიანი დარჩა.

ლორია აცხადებს, რომ იგივე მოხდა გიორგი მერებაშვილის კონტრაქტთან დაკავშირებითაც, თუმცა ამ ინფორმაციას ჯერჯერობით ოფი არ ადასტურებს.

"ძალიან მძიმე სიტუაციაა. სახლის ქირა, სადაც ვცხოვრობ, გადაუხდელია. ხანდახან არ არის ცხელი წყალი.

ასეთი რამ როგორ უნდა მოხდეს ბერძნულ სუპერლიგაში, ეს ხომ სამოყვარულო პირველობის დონეს უფრო შეეფერება.

ამდენი სტრესია, ასეთ პირობებში ფეხბურთი
როგორ ვითამაშოთ?

პრობლემის გადაწყვეტაც არ გამოდის, ტელეფონს არავინ პასუხობს. ოფი მიყვარს და არ მინდა, ფიფას მივმართო, მაგრამ აქ ფეხბურთელებზე არავინ ფიქრობს.

ჩემთვის ადვილი გამოსავალი იქნებოდა წამოსვლა და თბილისის "დინამოსთან" ერთად ვარჯიში", - განუცხადა ლორიამ gazzetta.gr-ს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
დინამოდან ხომ გაგაგდეს
grisha
00:25 04-03-2015
0
ააა ცუდია არა ცუდ პირობებში თამაში დინამოში ხო გქონდა შე კაი კაცო ყველაფერი არც ხელფასი გაკლდა არც არაფერი მაგრამ დაგეწყო თავში ავარდნები და შოუ არ გაგიმაზია სადაც არ წასულიყავი... მაგრამ შენ რა შუაში ხარ ქართული მენტალიტეტია მთავარი X5 ან მერსედესი და მანდ მთავრდება ქართველი ფეხბურთელის ფეხბურთელობა და ოცნება...
Effe
22:24 03-03-2015
0

სიახლეები პოპულარული