ლევან ყენიაზე საგანგაშო არაფერია

AutoSharing Option
პირველი ბუნდესლიგის "შალკე" თურქეთშია შეკრებაზე. ბელექში გუნდთან ერთადაა ჩვენი ნაკრების ნახევარმცველი ლევან ყენია. სამწუხაროდ, პარასკევის ვარჯიშზე ლევანმა კოჭი დაიზიანა, რის გამოც "ხუმარების" ორ საკონტროლო შეხვედრაში ვერ მიიღო მონაწილეობა.

ფელიქს მაგათის გუნდი "ტრაბზონსფორთან" 0:3 დამარცხდა, გუშინ კი "ქარაბუქსფორს" 3:0 მოუგო.

საბედნიეროდ, ლევანის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა. მან გუშინ ვარჯიში განაახლა. "შალკე" თურქეთში ბოლო საკონტროლო მატჩს 12 იანვარს "ესქიშეჰირსფორთან" ჩაატარებს.

ფელიქს მაგათს ძალიან უნდა, ყენია ამ შეხვედრაში ათამაშოს და ასეც იქნება, თუ ჩვენებურის მდგომარეობა ამ განზრახვაზე ხელს არ ააღებინებს.



.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ამ ბიჭებმა უნდა შექმნაან ბირთვი რომელზეც მომავალი ათამაშდება... აი რაც შეეხება ხორვატიას ვფიქრობ, რომ ადვილი მატჩი არ ელით და თუ იგბალმა გვიწყალობა ბედნიერი სახეებით ვერ წავლენ პაიჭაძედან... სტადიონი კი იგუგუნებს როგორც არ ახსონს ჩვენს ნაკრებს
zhilini
01:55 11-01-2011
0
სხვა თამაშებისთვისაც უნდა იყვნენ მზად, აბა რა! უბრალოდ, ხორვატიასთან პირველი ოფიციალურია წელს. რა მაგარი იქნება ყენია, ანანიძე, ჭანტურია და მჭედლიძე ერთად, ასევე სხვა უნიჭიერეს ბიჭებთან ერთად, ერთ გუნდად შეკრულნი! ნებისმიერ ნაკრებს დაამარცხებენ თუ მოინდომებენ.
Tornike
21:37 10-01-2011
0

სიახლეები პოპულარული