იაშვილმა გაიტანა და მოიგო, კობიაშვილმაც

AutoSharing Option
ალექსანდრე იაშვილის "კარლსრუემ" ამხანაგურ მატჩში ქვედალიგოსანი ფრიდრიხსტალის "გერმანია" 5:1 დაამარცხა. კარლსრუელთა ქართველი კაპიტანი ძირითად შემადგენლობაში იყო და ხუთიდან ერთი გოლი მის ანგარიშზეა. იაშვილმა 37-ე წუთზე ანგარიში 3:1 გახადა.

ჩვენებურის "კარლსრუე" მეორე ბუნდესლიგაში ბოლოდან მესამე, ანუ მე-16 ადგილზეა და ჩემპიონატს 14 იანვარს "ფიურტთან" საშინაო შეხვედრით განაახლებს.

ლევან კობიაშვილის "ჰერტა" "აუგსბურგთან" ერთად ლიდერობს მეორე ბუნდესლიგას.

ლევანი, რომელიც გრიპის გამო ვერ ვარჯიშობდა, გამოჯანმრთელდა და საკონტროლო მატჩში ითამაშა. ბერლინელები ჰოლანდიის მეორე ლიგის ლიდერ "ცვოლეს" გაეჯიბრნენ და 2:0 მოიგეს. "ჰერტამ" ორი შემადგენლობით ითამაშა, კობიაშვილმა მეორე
ტაიმი ჩაატარა.




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული