არტიომ ძიუბა: "როსტოვში" ჯანო ანანიძის წამოყვანა ვეღარ მოვასწარი

AutoSharing Option
ჯანო ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი მოსკოვის "სპარტაკსა" და "როსტოვში", არტიომ ძიუბა როსტოვურ გუნდში დაბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ნაკრების თავდამსხმელმა და ჯანომ წინა სეზონი "როსტოვში" ერთად იჯარით გაატარეს და ქვეყნის თასი მოიგეს, რის შემდეგაც "სპარტაკს" ისევ ერთად დაუბრუნდნენ. ნახევარ წლის შემდეგ მათი გზები გაიყო - ანანიძე მოსკოვურ გუნდში დარჩა, არტიომი - "როსტოვში" წავიდა.

ძიუბას ჟურნალისტებმა დონის როსტოვში ახლახან გამართულ პრესკონფერენციაზე ქართველ ჰავბეკზეც ჰკითხეს.

- "როსტოვში" თქვენთან ერთად წამოსვლაზე ანანიძე ვერ დაითანხმეთ?
- ვერ მოვასწარი (იცინის), ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა. რა თქმა უნდა,
ჯანო დამაკლდება. "როსტოვში" შევთამაშდით და სამუდამოდ დავმეგობრდით.

თუმცა, ვიმედოვნებ, რომ ის "სპარტაკშიც" გამოავლენს თავის პოტენციალს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული