შოთა არველაძე კახა ცხადაძეს გაეჯიბრა

AutoSharing Option
8 იანვარს ანთალიაში ქართული დერბი შედგა, მაგრამ ერთმანეთს არა ფეხბურთელები, არამედ მწვრთნელები დაუპირისპირდნენ. შოთა არველაძის "კაისერისფორი" კახა ცხადაძის ბაქოს "ინტერს" გაეჯიბრა. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში ორივე გუნდის თავკაცმა ითამაშა. შეხვედრა 3:3 დასრულდა. ეს ინფორმაცია გუშინ უცხოურმა ვებგვერდებმაც გაავრცელეს, მაგრამ გატანილ გოლებში ჩვენებურთა წვლილის შესახებ არაფერია ნახსენები.

შეგახსენებთ, რომ თურქულ გუნდში ერთადერთი ქართველი მოთამაშეა, მცველი ალექსანდრე ამისულაშვილი. ბაქოელთა კლუბში ცხადაძის თანაშემწე გიორგი ჩიხრაძეა, გუნდში კი ხუთი ქართველი ფეხბურთელია - მეკარე გიორგი ლომაია, მცველები ილია კანდელაკი, ვალერი აბრამიძე და კახა მჟავანაძე, ნახევარმცველი
დავით ოდიკაძე.

"ინტერი" მომდევნო სპარინგ მატჩს ყაზახურ "თარაზთან" გამართავს. შოთას "კაისერისფორი" კი 12 იანვარს ქართველების კიდევ ერთ გუნდთან, ჰოლანდიურ "ვიტესთან" მოსინჯავს ძალებს.






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული