გიორგი ფოფხაძე: "იაგელონიაში" თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში

AutoSharing Option
28 წლის მცველი გიორგი ფოფხაძე ბიალისტოკის "იაგელონიას" პარასკევს შეუერთდა. მან უკვე მიიღო საჭირო საბუთები და შეუძლია პოლონური კლუბის სახელით თამაში.

ფოფხაძე "იაგელონიასთან" ვარჯიშსაც შეუდგა და პოლონური კლუბის ოფიციალურ საიტს მცირე კომენტარიც მისცა.

"მოხარული ვარ, რომ ისევ "იაგელონიაში" ვარ. აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში", - განაცხადა ქართველმა ფეხბურთელმა.

"როცა "იაგელონია" დავტოვე, ვგრძნობდი, რომ რაღაც მაკლდა, რაღაც არ იყო წესრიგში. პოლონური კლუბებიდან მქონდა მოწვევები, მაგრამ ჩემთვის ამ ქვეყანაში მხოლოდ "იაგა" არსებობს.

თურქულ შეკრებაზე მე მინსკის "დინამოში" ვემზადებოდი. თურქეთის იმ სასტუმროში იყო
"იაგელონიაც" და ეს ჩემთვის ძალიან უჩვეულო გრძნობა იყო.

ვბრუნდები იმ მიზნით, რაც გასულ სეზონში ვერ შევასრულეთ - ჩვენ ხომ ტიტულამდე სანტიმეტრები დაგვაკლდა. როცა გუნდიდან წავედი, ყველა დაბრუნებას მირჩევდა. ნოემბერში თბილისში ვნახე ნიკა ძალამიძე და მაციეკ გაიოში და ისინიც ამ აზრზე იყვნენ. ბედნიერი ვარ, რომ ისევ შემიძლია "იაგელონიას" მაისურით თამაში" - ამბობს ფოფხაძე.

"იაგელონიას" ოფიციალურმა საიტმა სპეციალური სტატია მიუძღვნა კახა ცხადაძის მიერ ნაკრების გაფართოებულ სიაში ნიკა ძალამიძისა და გიორგი ფოფხაძის გამოძახებასაც.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ფოფხაძემ 2013/14 წლების სეზონში "იაგელონიაში" 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული