საბა კვირკველიამ, მეწყვილესთან ერთად, "როსტოვის" ფორვარდები "შეჭამა"

AutoSharing Option
football.kulichki.net-მა რუსეთის პრემიერლიგის მე-20 ტურის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომელშიც ყაზანის "რუბინის" ქართველი მცველი საბა კვირკველია მოხვდა.

"რუბინმა" შინ "როსტოვი" 2:0 დაამარცხა, კვირკველიამ 90 წუთი ითამაშა და კარგად გამოიყურებოდა.

"რუბინში" სწრაფი ტემპით პროგრესირებს ახალგაზრდა ქართველი სოლომონ კვირკველია, რომელიც ნავასთან და ბოკეტისთან გვერდიგვერდ თამაშში გაიზარდა. მაღალი და ღონიერი კვირკველია სწრაფიცაა და კარგად კოორდინირებულიც.

"როსტოვთან" გუნდს სწორედ მეორე სართულზე კარგად მოთამაშე კვირკველია სჭირდებოდა, ტანმაღალი ბუხაროვისა და ძიუბას წინააღმდეგ საბრძოლველად. კვირკველიამ და ნავასმა ისინი "შეჭამეს", - წერს გამოცემა.      

"სპორტ ექსპრესმა" კვირკველიას
თამაში 6 ბალით შეაფასა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ცარმატებები საბა....სამტრედიის სიამაყე ხარ....)))
alex alfaidze
21:06 23-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული