მოლდოვური მედია: ჩაწყობილი თამაშების ორგანიზატორები შესაძლოა, ძმები ხორგუაშვილები იყვნენ

AutoSharing Option
მოლდოვური საიტი moldfootball.com აქვეყნებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მოლდოვაში მატჩების ჩაწყობასთან დაკავშირებულ სკანდალში, შესაძლოა, ძმები ვალტერ და პავლე ხორგუაშვილები ფიგურირებდნენ.

შეგახსენებთ, რომ მოლდოვის ჩემპიონატის 23-ე ტურში გამართული კიშინიოვის "დაჩიასა" და ტირასპოლის "დინამო-ავტოს" მატჩის შემდეგ სტადიონზე სპეცრაზმი შევიდა და სპორტული შედეგებით მანიპულირებაში, ქრთამის აღებასა და ფულის გათეთრებაში ეჭვმიტანილი 12 პირი დააკავა.

23 მარტს, სამართლებრივი დევნის სამმართველოს შეფმა ბოგდან ზუმბრიანუმ განაცხადა, რომ ორი დაკავებული სინგაპურელი თანამშრომლობდა დნესტრისპირეთის "მოქალაქეებთან", რომლებიც თავის მხრივ, თანამშრომლობდნენ "შერიფის" ექსფეხბურთელებთან, რომლებიც ქართველები არიან.

მისი თქმით, ბრიფინგზე არდასახელებული ქართველები კარგა ხანია,
დაკვირვების ობიექტებს წარმოადგენენ არა მარტო მოლდოვაში, არამედ გერმანიაში, უნგრეთსა და ფინეთში. სავარაუდოდ, სწორედ ისინი იყვნენ დაკავებულნი მოლდოვაში მწვრთნელებისა და ფეხბურთელების მოსყიდვით.

მოლდოვური საიტის ვარაუდით, სწორედ ძმები ხორგუაშვილები არიან "შერიფის" "ის" ექსფეხბურთელები. ცნობისთვის, ტირასპოლის კლუბის გენერალური დირექტორი ამ გუნდის ლეგენდა ვაჟა თარხნიშვილია. თავის დროზე "შერიფში" ასევე უთამაშია დავით მუჯირსაც.

შეგახსენებთ, რომ 2011 წელს, როდესაც ძმები ხორგუაშვილები ფინეთში თამაშობდნენ, ადგილობრივმა პოლიციამ დააკავა - ისინი ჩაწყობილ თამაშებში მონაწილეობაში იყვნენ ეჭვმიტანილნი. თუმცა ფინეთის სასამართლომ მაშინ მათი ბრალი ვერ დაამტკიცა.

ტყუპი ძმები ვალტერ და პავლე ხორგუაშვილები 27 წლისანი არიან. გასულ სეზონში ისინი გორის "დილასა" და ლანჩხუთის "გურიაში" ირიცხებოდნენ. ამ სეზონში პავლე ხორგუაშვილი "ზესტაფონში" იყო, თუმცა ოფიციალურ მატჩში არ უთამაშია.

ასევე იხილეთ:
სკანდალი: ორი ქართველი, სინგაპურული კლანი და ჩაწყობილი მატჩები მოლდოვაში
ხორგუაშვილები პატიმრობას გადაურჩებიან
ექსკლუზიური ინტერვიუ პავლე ხორგუაშვილთან
მკითხველის კომენტარები / 5 /
ქართველო შე .., ჯერ კარგად გაერკვიე და ისე დაწერე,....
Zurab
14:10 25-03-2015
0
ბიძის კვალს გაყვნენ.
ქართველი
09:22 25-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული