გიორგი მერებაშვილი: გატუზომ მითხრა, დამელოდე, შენც თან წაგიყვანო...

AutoSharing Option
ფოტოზე: გიორგი მერებაშვილი, ჯენარო გატუზო და გიორგი ლორია
გიორგი მერებაშვილისა
და გიორგი ლორიას ოფი (კრეტა) დაიშალა და საბერძნეთის ჩემპიონატში მონაწილეობა შეწყვიტა. თუმცა მერებაშვილი ახლა უფრო იმაზეა ნაწყენი, ეროვნული ნაკრების საბოლოო სიაში რომ ვერ მოხვდა.

ამასთან დაკავშირებით მერებაშვილის პოზიცია უკვე შემოგთავაზეთ (იხილეთ ვრცლად). დღევანდელ ინტერვიუში ის ამბობს, რომ ნაკრებში თამაშის იმედი არ გადაუწურავს, რაც, ალბათ, უკვე ცივი გონებითაა ნაფიქრი.

ნაკრების გარდა, მერებაშვილი საკლუბო მომავალზეც ლაპარაკობს...

- იმედი მქონდა და დარწმუნებულიც ვიყავი, ჩემთან დაკავშირებით რამე შეიცვლებოდა. გაფართოებულ სიაში დასახელებამ გამახარა, მაგრამ მერე
ჩემი გვარი რომ ამოიღეს, ძალიან მეწყინა. აღარ ვიცი, რა უნდა გავაკეთო. კარგი სეზონი მაქვს და ნამდვილად არ მეგონა, რომ სიაში ვერ მოვხვდებოდი.

- იქნებ ამ ყველაფერს კახა ცხადაძის მხრიდან ლოგიკური ახსნა აქვს, მაგალითად, ის, რომ ბოლო ტურში არ ითამაშეთ...
- მე სულ ვთამაშობდი. ერთი ტური პროტესტის გამო გამოვტოვე, ორი ტური კი - ყვითელი ბარათების გამო.

აღარ ვიცი, რა ხდება ამ ფეხბურთში. ნუთუ, საბერძნეთის ჩემპიონატი დაბალი დონისაა და იქიდან მოთამაშის გამოძახება არ ღირს? ყველანაირ ხალისსა და სტიმულს მისპობენ... ამიტომ გადავწყვიტე, გამოძახების შემთხვევაშიც აღარ ჩამოვიდე ნაკრებში, თუ მიზეზს არ მეტყვიან.

- ხომ არ ჩქარობთ? იქნებ ცხადაძეს თქვენთვის ხაზი არც გადაუსვია? მან პრესკონფერენციაზე თქვა, რომ შანსი ყველას მიეცემა, მათ შორის - თქვენც...
- იმედი მეც არ გადამიწურავს. ნაკრებზე უარს არ ვიტყვი. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი ოცნებაა და მას ვერ შეველევი, მაგრამ შეურაცხყოფილი დავრჩი.

იმედია, მეტყვიან, რა მოხდა. შანსს მალტასთან მაინც ვიმსახურებდი. ენახათ მაინც, როგორ ფორმაში ვარ...

- ოფი-ს დაშლის შემდეგ შემოთავაზებები გაქვთ?
- საბერძნეთის 5 გუნდი მიწვევს, მაგრამ არ ვჩქარობ და გატუზოს ველოდები. თავისივე ინიციატივით დამიკავშირდა და მითხრა, დამელოდე, მაისამდე სადმე წავალ და შენც ჩემთან წაგიყვანო.

- სად? იტალიაში?
- ჯერ არ ვიცი, სად დაინიშნება.

- საბერძნეთში ოფი-ზე ძლიერი გუნდები გიწვევენ?
- დიახ, გაცილებით ძლიერი გუნდებია.

- რამდენი ხანია, რაც ოფი-ში ხელფასი არ აგიღიათ?
- ოთხი თვე იქნება.

- ახლა სად ივარჯიშებთ?
- ჯერ არ ვიცი. არის ვარიანტი, რომ კონტრაქტი სხვა კლუბთან არა ახალი სეზონის დაწყებამდე, არამედ ახლავე გავაფორმო და ვითამაშო კიდეც.

- ეს როგორ?!
- რადგან ოფი დაიშალა, მითხრეს, რომ შესაძლებელია ფიფაში წერილის გაგზავნა და ამ სიტუაციის ახსნა. კონტრაქტი ჩემი მიზეზით არ გაწყვეტილა და შესაძლოა, სხვა გუნდში თამაშის უფლება დამრთონ.

- ...და ეს დაინტერესებული კლუბი კონტრაქტს ახლავე გაგიფორმებთ?
- დიახ. ეს არის გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. მეტს ვეღარ დავაკონკრეტებ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
Elode,mtavaria axsovxar?
merebashvils
02:35 28-03-2015
0
ბიჯო ვინ ჩემი ფეხებია ეგა...
tazo
05:35 28-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული