თემურ ქეცბაია სალონიკის პაოკ-ს არ გაწვრთნის

AutoSharing Option
dou.gr-ის ინფორმაციით, თემურ ქეცბაიას და სალონიკის პაოკ-ის სამომავლო თანამშრომლობა აღარ განიხილება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ბერძნულ მედიასთან საუბარში თემურ ქეცბაია აცხადებდა, რომ პაოკ-ის წინადადებაზე უარის თქმა გაუჭირდება.

აღსანიშნავია, რომ პაოკ-ს ომარ თეთრაძესაც უკავშირებდნენ. შეგახსენებთ, რომ ბერძნული მედიის მტკიცებით, გიორგი ლორია პაოკ-თან მოლაპარაკებას მართავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული