კალაძეს 200 ათასი დაუმატეს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა კახა კალაძემ ტრავმის მოშუშების შემდეგ ახალი წელიწადი კარგად დაიწყო. 6 და 9 იანვარს, შინ "ლაციოსთან" და სტუმრად "ჩეზენასთან" კალაძემ ჩინებულად ითამაშა და რომაელებთან მატჩის შემდეგ ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

კახას ასეთი თამაში დაფასდა, მისი სატრანსფერო ფასი 200 ათასი ევროთი გაიზარდა და ახლა 1.7 მილიონ ევროს შეადგენს.

ჩვენებური კი გამოირჩა, მაგრამ მას "ჯენოას" ცხრილში საიმედო ადგილი ნამდვილად არ უჭირავს. კალაძის გუნდს ბოლო ორ ტურში გოლი არ გაუშვია, მაგრამ ვერც გაიტანა. "ჯენოას" ლუკა ტონის დაშავების შემდეგ თავდასხმაში უჭირს და
ქართველმა მცველმა პრესას განუცხადა, თავდამსხმელი გვინდაო.

ამაზე კლუბის მესვეურები უკვე ზრუნავენ, არაერთი კანდიდატურა დასახელდა და ალბათ გუნდს მალე თავდამსხმელიც შეემატება. ამასობაში კი გენუელებს "ფიორენტინასა" და "კალიარის" მსგავსად 23 ქულა აქვთ და მე-11-მე-13 ადგილებს იყოფენ. კალაძის გუნდი მომდევნო, სათასო მატჩს ხვალ "ინტერთან" სტუმრად გამართავს.






.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ქართველი ფეხბურთელის წარმატებები ვის არ გაეხარდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ნაკრების კაპიტანია?! კახამ სიტყვა თქვა (მოუმატებო) და ახლა ამ სიტყვას ასრულებს. ამიტომ არ მიკვირს ეს ყველაფერი და ვფიქრობ მილანი ინანებს მის ნაადრევად დატხოვნას.. წინ კიდევ ბევრი ასეთი მატჩი გველის ჩვენ გულშემატკივარს.
zhilini
11:58 12-01-2011
0
საგოლ კახი, ეგრე გააგრძელე
intereli
11:44 12-01-2011
0

სიახლეები პოპულარული