მიზეზი კლუბის მიერ ზურასა და მისი ერთ-ერთი თანაგუნდელის კონფლიქტი და მათი დასჯა იყო. მაშინ აშქელონის "ჰაპოელმა" ქართველი ნახევარმცველი 20 ათასი შეკელით დააჯარიმა. ზურამ სანქცია უსამართლოდ მიიჩნია
თუმცა საქმეში აშქელონელთა კლუბის მეპატრონე ჩაერია და კონფლიქტიც თითქოსდა ამოიწურა, გუნდის მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე თქვა კიდეც, მენთეშაშვილი ჩვენს გუნდში დარჩებაო, მაგრამ ვითარება შეიცვალა. რამათ განის "ჰაპოელი" ჩვენებურით დაინტერესდა და კლუბებს შორის მოლაპარაკებაც დაიწყო.
ებრაული საიტების მტკიცებით, კლუბები უკვე მორიგდნენ და მენთეშაშვილი დღეს, 12 იანვარს ახალ გუნდს უნდა შეუერთდეს. ჩვენებურის ტრანსფერის დეტალები უცნობია, არც ის ვიცით, აშქელონელებმა უსასყიდლოდ დათმეს ზურაბი თუ გარკვეული თანხა მოითხოვეს. მენთეშაშვილს ეროვნული ნაკრების 38 მატჩში ერთი გოლი აქვს გატანილი. მან აშქელონელთა გუნდში 15 მატჩი ჩაატარა და მისი სატრანსფერო ფასი 350 ათასი ევროა.
რაც შეეხება ზურას ახალ გუნდს, რამათ განის "ჰაპოელი" მთავარი ლიგის ცხრილში ბოლო, მე-16 ადგილზეა, მხოლოდ 4 ქულა აქვს და ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის დიდი ბრძოლა მოუწევს, რადგან წინა ორ გუნდს შვიდი და ცხრა ქულით ჩამორჩება.
რამათგანელთა გუნდი შარშანაც ლიგაში დარჩენისთვის იბრძოდა და საბოლოოდ მე-14 ადგილზე გავიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ რამათ განის "ჰაპოელს" უახლოესი მატჩი 15 იანვარს სწორედ აშქელონის "ჰაპოელთან" აქვს და შესაძლოა, მენთეშაშვილის დებიუტი ახალ კლუბში ყოფილ გუნდთან მატჩში შედგეს.
.