მურატ იაკინი: ჯანო სრული დატვირთვით ვარჯიშობს და მატჩისთვის მზადაა

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ფეხბურთელი ჯანო ანანიძე სრული დატვირთვით ვარჯიშობს და რუსეთის პრემიერლიგის 22-ე ტურის მატჩისთვის ემზადება. ამის შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მურატ იაკინმა განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვური გუნდის ქართველ ჰავბეკს მცირე ტრავმა ჰქონდა, რის გამოც სანაკრებო მატჩები გაუცდა, რუსეთის პრემიერლიგის ბოლო ტურში "ყუბანთან" კი მოედანზე შეცვლაზე, 87-ე წუთზე შევიდა.

ჯანო გუნდთან ერთად ტულაში უკვე გაემგზავრა, "არსენალი"-"სპარტაკის" შეხვედრა კი 9 აპრილს გაიმართება.

"შემადგენლობიდან ამოვარდნილი მოთამაშეები გვიბრუნდებიან. სრული დატვირთვით ვარჯიშობენ გლუშაკოვი და ჯანო, რომლებიც ჯანმრთელად არიან და თამაშისთვის მზად გახლავთ", - აღნიშნა იაკინმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული