ნიკა აფაქიძე: დიდი შანსია, ევროპალიგაზე ქართულ გუნდს შევხვდეთ

AutoSharing Option
შარშან, ზაფხულში, ნიკა აფაქიძე ლიტვის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბინადარ "ტრაკაიში" ჩაირიცხა. 22 წლის მცველი ბოლო წლებში "ზუგდიდის" დაცვის ლიდერი და გუნდის ვიცე-კაპიტანი იყო. მას სისტემატურად იწვევდნენ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში, "ტრაკაიმდე" კი ბედი პოლონეთში, კერძოდ, ლოძის "ვიძევშიც" სცადა.

აფაქიძეს ლიტვური გუნდის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება არ გასჭირვებია. მას "ტრაკაიში" საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბესიკ ამაშუკელიც დახვდა.

ელიტაში წლეულს აღზევებულმა გუნდმა ჩემპიონატი შესანიშნავად დაიწყო და ამჟამად სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება, მაგრამ ტრავმების გამო "ტრაკაის" ქართველები ვერ ეხმარებიან. იმედი, რომ ისინი მოედანს
მარტის ბოლოს დაუბრუნდებოდნენ, არ გამართლდა.

თუმცა უკვე მესამე ტურია, ნიკა შემადგენლობაში გამოჩნდა.

"მყესები მქონდა გაწყვეტილი და ოპერაციის გაკეთება დამჭირდა. ანალოგიური ტრავმა ჰქონდა ამაშუკელსაც. ბესომ ვარჯიში უკვე განაახლა და მოედანს მალე დაუბრუნდება. მე კი ოდნავ ადრე დავიწყე თამაში და უკვე სამჯერ შევედი შეცვლაზე", - ამბობს აფაქიძე.

"ტრაკაიმ" ზედიზედ 10 თამაში მოიგო და პირველ ადგილზეა, ოღონდ ეგ არის, რომ კონკურენტ ვილნიუსის "ჟალგირისზე" ორი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული და ნიკა ფიქრობს, რომ რეალურად, მისი გუნდი ევროპალიგაზე ითამაშებს და თან ქართველებთან შეხვედრის იმედიც აქვს:

"ჩვენ პირველად ვმონაწილეობთ ევროპალიგაზე და წილისყრისას განუთესავებში ვიქნებით. ამიტომ, რაც ვიცი, დიდი შანსია, რომ საქართველოს წარმომადგენელს შევხვდეთ. ეს შეიძლება იყოს ბათუმის "დინამო", "ცხინვალი" ან "სამტრედია".

ჩემი აზრით, ჩვენთან შეხვედრის უფრო მეტი შანსი ბათუმელებს აქვთ".

მკითხველის კომენტარები / 4 /
კლიმენტი 4 ადგილით რომ ევროტურნირებზე გადიან ეგეც უნდა გცოდნონა თუ ჩახედული ხარ ფეხბურთშI. ეს ბიჭი კი მაგრამ შენ ვერ ტოვებ ჭკვიანის შტაბეჭდილებას სამწუხაროდ
koka
15:14 14-05-2015
0
მართალი ხარ წლევანდელი ლიტვის შედეგები მოქმედებს მომავალი წლის ევროტურნირებზე მაგრამ, წინა წლის 4 ადგილით მიიღებს მონაწილეობას ტრაკაი, სანახევროდ ხარ ჩახედული მეზღაპრევ!
0

სიახლეები პოპულარული