შესაძლოა, ჯანო ანანიძის მოსკოვის "სპარტაკი" მთავარმა მწვრთნელმა დატოვოს

AutoSharing Option
ჯანო ანანიძის გუნდის მოსკოვის "სპარტაკის" მთავარი მწვრთნელი მურატ იაკინი, შესაძლოა, სამუშაოდ გერმანიაში გადაბარგდეს. 40 წლის შვეიცარიელი სპეციალისტი "შტუტგარტის" გაწვრთნის ვარიანტს განიხილავს, - იუწყება შვეიცარული გამოცემა Fussballinfos.

იაკინი ამ კლუბის ღირსებას, ჯერ კიდევ ფეხბურთელობისას, 1997-1999 წლებში იცავდა, მასთან ერთად კი თასების მფლობელთა თასის ფინალში გავიდა. დღეს "შტუტგარტი" მძიმე მდგომარეობაშია - გუნდს ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილი უკავია.

რაც შეეხება ანანიძის გუნდს, "სპარტაკი" რუსეთის პრემიერლიგაში მეექვსე ადგილზეა და ევროთასების ზონას ხუთი ქულით ჩამორჩება. მურატ იაკინი მოსკოვურ კლუბში 2014 წლის ზაფხულში მივიდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი იქნება თუ კი ანანიძეც თან გაყვება
Bacho
16:47 16-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული