ojogo.pt: "ჟილ ვისენტეში" ავთო ებრალიძის მომავალი გაურკვეველია

AutoSharing Option
პორტუგალიის ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტური დარჩა, თუმცა ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტეს" აღარაფერი შველის, ეს გუნდი ბოლოსწინა ადგილზეა და სეგუნდა დივიზიონშია გავარდნილი.

23 წლის ქართველს ეს სეზონი არ გამოუვიდა - ტრავმების გამო მან მხოლოდ 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გოლი არ გაუტანია (შარშანდელ სეზონში 24 თამაში, 1 გოლი).

ojogo.pt-ის ინფორმაციით, "ჟილ ვისენტეში" რამდენიმე ფეხბურთელის მომავალი ჯერაც გაურკვეველია და მათ შორის ჩამონათვალში ქართველი ფეხბურთელის გვარიც ფიგურირებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული