ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ჯანო ანანიძეს მწვრთნელად შეიძლება ფელიქს მაგათი დაუნიშნონ

AutoSharing Option
რუსული მედიის ინფორმაციით, გერმანელი სპეციალისტი ფელიქს მაგათი ძალიან ახლოსაა მოსკოვის "სპარტაკის" მწვრთნელობასთან.

რუსები მურატ იაკინის შედეგებით უკმაყოფილონი არიან და "ბაიერნისა" და "შალკეს" ყოფილ თავკაცს წელიწადში 3 მილიონ ევროს სთავაზობდნენ. მაგათს დღე-დღეზე "აუსტრიასთან" უნდა გაეფორმებინა ხელშეკრულება, მაგრამ აქ საქმეში "სპარტაკი" ჩაერია.

ბოლოს მაგათი "ფულჰემში" მუშაობდა, ხოლო მისი გუნდი პრემიერლიგიდან გავარდა.

შეგახსენებთ, რომ ფელიქს მაგათს "შალკეში" ლევან კობიაშვილისა და ლევან ყენიასთვის უთავკაცია. მაგათი ცნობილია სიმკაცრითა და დიდი ფიზიკური დატვირთვებით ვარჯიშებზე.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვის "სპარტაკში" ჯანო ანანიძე თამაშობს. ახლახან კიდევ ერთ ქართველს ჰქონდა
დებიუტი გუნდში, რუსეთის მოქალაქე გიორგი მელქაძეს.
ასევე დაგაინტერესებთ