კახა მახარაძე: "ფახთაქორში" თამაში ხომ ძნელია და კაპიტნობა - კიდევ უარესი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი კახა მახარაძე ტაშკენტის "ფახთაქორის" კაპიტანია და შესაბამისად, უზბეკეთში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ფეხბურთელად ითვლება.

ქართველთან ინტერვიუ ინტერნეტპორტალმა SPORTS.uz-მა მოამზადა, სადაც საკლუბო თემასთან ერთად, სანაკრებოსაც შეეხო.

- ყველაზე მეტად დღეს გულშემატკივრებს აზიის ჩემპიონთა ლიგიდან გუნდის გამოვარდნა ადარდებთ. მოდით, ამით დავიწყოთ. რა გახდა ლიგიდან "ფახთაქორის" გამოვარდნის მთავარი მიზეზი?
- მიზეზი არაერთია. მთავარი - საკადრო პრობლემებია. ყოველ თამაშში ძირითადის ფეხბურთელები გვაკლდებოდნენ, მთელი ამ კამპანიის პერიოდში გადაწყობა კი რთული ხდებოდა. სამწუხაროდ, ჩვენთვის დამახასიათებელი თამაში ვერ ვაჩვენეთ. რატომ? ძნელი სათქმელია... თითოეულ მატჩში, თითოეულ
სათამაშო ეპიზოდში, თავს არ ვზოგავდით, მთელ ძალ-ღონეს ვდებდით, მაგრამ...

რა თქმა უნდა, ძალიან მინდოდა ჩემპიონთა ლიგის მოგება, რათა პირადი კოლექციისთვის ახალი ჯილდო შემემატებინა. სამწუხაროდ, არ გამოვიდა... იმედია, მომავალ სეზონში ყველაფერი სხვაგვარად წარიმართება.

Sportall.Ge

- აქედან რა გაკვეთილი მიიღო გუნდმა?
- ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი არ უნდა მოეშვა, არ უნდა ჩამოუშვა ხელები. რაც მთავარია, უნდა ითამაშო საკუთარი ფეხბურთი, მიუხედავად ყველაფრისა. პლუს, გარკვეული სამუშაო ფსიქოლოგიის კუთხითაც არის ჩასატარებელი.

- ახლა მიზნები და ამოცანები შეიცვალა?
- რა თქმა, არა! ჩვენ ყოველთვის ერთი მიზანი გვაქვს - გამარჯვება! თითოეულ შეხვედრაში, ტურნირში მოგება... ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კვლავაც გვსურს უზბეკეთის თასის მოპოვება. ჩემპიონატზე კი საუბარიც კი უხერხულია - "ფახთაქორი" ხომ სახალხო გუნდია და ჩვენ უფლება არ გვაქვს, გავუწბილოთ იმედი ჩვენი გუნდის გულშემატკივართა მრავალათასიან არმიას. ასე რომ, ბრძოლას ვაგრძელებთ!

- ამ წლის მარტში საქართველოს ნაკრებში მიგიწვიეს. რა გრძნობა დაგეუფლათ?
- ძალიან სასიამოვნო იყო ეროვნული გუნდის მაისურით თამაში, ეს ხომ ნებისმიერი ყმაწვილის ოცნებაა. დებიუტი არცთუ ურიგო გამოვიდა: მოვუგეთ მალტას, გერმანიის ნაკრებს კი ღირსეულად ვეთამაშეთ. მართალია, გერმანელებთან წავაგეთ, მაგრამ ჩვენი თამაშის გამო არ გვრცხვენოდა.

Sportall.Ge

- მსოფლიოს ჩემპიონების წინააღმდეგ ძნელია თამაში?
- რა თქმა უნდა. ეს ძალიან ძლიერი გუნდია. როგორია? ემოცია უცნაური იყო - უწინ ეს ბიჭები მხოლოდ ტელევიზორში მენახა, ახლა კი მათ წინააღმდეგ სათამაშოდ უნდა გავსულიყავი. თუმცა, ამ კუთხით მე ყველაფერი რიგზე მქონდა. ვის გამოვარჩევდი? არცკი ვიცი. თავი ყველამ საუკეთესოდ წარმოაჩინა. ისინი თავიანთი საქმის ნამდვილი პროფესიონალები არიან!

ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე. საკუთარი თვალით ვნახე და გავიაზრე მათი ყველა მოქმედება. რა თქმა უნდა, ეს ფანტასტიკაა და ძალიან მიხარია, რომ მე ამის შესაძლებლობა მომეცა.

- ბოლოსკენ, პროვოკაციული კითხვა: ძნელია "ფახთაქორის" კაპიტნობა?
- ძალიან კარგი კითხვაა (იცინის). "ფახთაქორის" შემადგენლობაში ყოფნა ხომ ძნელია და კაპიტნობა - კიდევ უარესი. განსაკუთრებული წნეხის ქვეშ არ ვარ. რა თქმა უნდა, კრიტიკის ქარ-ცეცხლი, ზოგჯერ კი ძალიან მწვავე და უსამართლოც, მოედინება ხოლმე, თუმცა იმასაც ვაცნობიერებ, რომ ეს ჩვენი პროფესიის ნაწილია და ამას ვერსად გაექცევი. უბრალოდ, უნდა მოითმინო.

- დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. წარმატებები და ნაკლები ტრავმები!
- წარმატებები თქვენც.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული