Tutto Mercato: გელზენკირხენის "შალკეს" ლევან მჭედლიძე სურს

AutoSharing Option
Tutto Mercato იუწყება, რომ გელზენკირხენის "შალკე" "ემპოლის" ქართველი ფორვარდით, ლევან მჭედლიძით დაინტერესდა.

ეს იტალიური გამოცემა ამტკიცებს, რომ გერმანული კლუბი სერიოზულად დაინტერესდა იტალიური ბაზრით. კერძოდ, "ემპოლიდან" მარიო რუის გადაყვანა სურს, ხოლო "სასუოლოდან" - ფრანჩესკო აჩერბის.

"შალკე" არც შეტევის ხაზის გაძლიერებაზე ამბობს უარს და უკვე ჰქონია კონტაქტი ქართველ მჭედლიძესთან და ხორვატ დუჟიე კოპთან, რომელმაც სეზონი "კალიარიში" ჩაამთავრა.

"შალკე" 48 ქულით მე-6 ადგილზე გავიდა და ევროპალიგაზე იასპარეზებს. შეგახსენებთ, რომ "შალკეს" ფორვარდები ერიკ ჩუპო-მოტინგი და კლაას-იან ჰუნტელაარი არიან.

ლევან მჭედლიძემ იტალიის ბოლო ჩემპიონატში "ემპოლის" მაისურით
25 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ნეტავ რად უნდათ ?
დათო
06:21 18-06-2015
0
ითამაშო იტალიის სერია ა ში თუ გინდ ემპოლიში დიდი წარმატებაა მაგრამ შალკე უფრო ტიტულოვანი გუნდია არც ბუნდესლიგაა ნაკლები თუ ლევან მჭედლიძე შალკეში მოხვდება წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება
ემზარი
07:17 18-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული