კახა მახარაძე: თბილისის "დინამოსგან" დაინტერესება ნამდვილად არის, მაგრამ...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი კახა მახარაძე 2011 წლიდან ტაშკენტის "ფახთაქორის" შეუცვლელი ფეხბურთელი, უზბეკეთის გამორჩეული კლუბის ლიდერი და კაპიტანია.

შესაძლოა, 27 წლის ფეხბურთელი მალე თბილისის "დინამოში" აღმოჩნდეს. ამის შესახებ "ლელომ" ინფორმაცია უკვე მოგაწოდათ, ოღონდ თავად ფეხბურთელს ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი აქამდე არ გაუკეთებია.

"ლელო" მახარაძეს უზბეკეთში დაუკავშირდა და "დინამოს" ინტერესზე ჰკითხა:

"ამაზე ჯერ კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი. ისე, დაინტერესება ნამდვილად არის. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ "ფახთაქორთან" ნახევარწლიანი კონტრაქტი კიდევ მაკავშირებს", - გვითხრა მახარაძემ.

საინტერესოა მისი აზრი საქართველოს ეროვნული ნაკრების ბოლო ორ მატჩზეც:

"ავსტრიაში ძალიან კარგი შეკრება იყო, რომელიც მომავალში აუცილებლად გამოგვადგება.

რაც შეეხება უკრაინასა და პოლონეთთან შეხვედრებს, ჩემი აზრით, ორივე მატჩში უკეთეს შედეგს ვიმსახურებდით. არ გაგვიმართლა. მჯერა, მალე შედეგი გვექნება", - გვითხრა მახარაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ დინამოს იუარებ,მაგ შემთხვევაში
nukti
00:22 26-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული