შესაძლოა, 27 წლის ფეხბურთელი მალე თბილისის "დინამოში" აღმოჩნდეს. ამის შესახებ "ლელომ" ინფორმაცია უკვე მოგაწოდათ, ოღონდ თავად ფეხბურთელს ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი აქამდე არ გაუკეთებია.
"ლელო" მახარაძეს უზბეკეთში დაუკავშირდა და "დინამოს" ინტერესზე ჰკითხა:
"ამაზე ჯერ კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი. ისე, დაინტერესება ნამდვილად არის. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ "ფახთაქორთან" ნახევარწლიანი კონტრაქტი კიდევ მაკავშირებს", - გვითხრა მახარაძემ.
საინტერესოა მისი აზრი საქართველოს ეროვნული ნაკრების ბოლო ორ მატჩზეც:
რაც შეეხება უკრაინასა და პოლონეთთან შეხვედრებს, ჩემი აზრით, ორივე მატჩში უკეთეს შედეგს ვიმსახურებდით. არ გაგვიმართლა. მჯერა, მალე შედეგი გვექნება", - გვითხრა მახარაძემ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"