ნუკრი რევიშვილმა სარანსკის "მორდოვია" სპარინგ-მატჩში ვერ გადაარჩინა

AutoSharing Option
სარანსკის "მორდოვიამ", რომლის ღირსებას საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილი იცავს, სერბულ შეკრებაზე მორიგი საკონტროლო მატჩი 5 ივლისს, ადგილობრივ "სპარტაკთან" გამართა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

რევიშვილმა სუბოტიცის გუნდთან, რომელმაც სერბეთის სუპერლიგა მე-11 ადგილზე დაასრულა, მთელი 90 წუთის განმავლობაში ითამაშა, თუმცა "მორდოვია" წაგებისგან ვერ იხსნა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა მეკარემ სარანსკის კლუბთან კონტრაქტი ახლახან გააფორმა. "მორდოვია" მორიგ ამხანაგურ შეხვედრებს 6 ივლისს, ჩერნოგორიულ "რუდართან", 12-ში კი "ცრვენა ზვეზდასთან" გეგმავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული