ლეგიონი ევროპალიგაზე: შოთას წარმატებული დებიუტი და კვეკვესკირის გოლი

AutoSharing Option
გუშინ, 16 ივლისს, ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩებში რამდენიმე ქართველი მონაწილეობდა.

"ტრაბზონის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე შედგა შოთა არველაძის დებიუტი. ქართველი მწვრთნელის პირველ მატჩში "ტრაბზონმა" შინ ლუქსემბურგის "დიფერდანჟს" მოუგო - 1:0.

* * *
ბაქოს "ინტერმა" გასვლაზე 2:1 მოუგო ისლანდიურ "ჰაფნარფიორდურს". 54-ე წუთზე ნიკა კვეკვესკირმა პენალტით გაქვითა მასპინძელთა მიერ პირველ ტაიმში გატანილი გოლი.

ცოტა ხნით ადრე, "ჰაფნარფიორდური" კაცნაკლულიც დარჩა, რამაც ზაურ სვანაძის გუნდს სერიოზული უპირატესობა მისცა. 61-ე წუთზე კი ბაქოელებმა მეორე გოლიც გაიტანეს და ეს ანგარიში ბოლომდე შეინარჩუნეს.

სრულად ითამაშეს კვეკვესკირმა,
ლაშა კასრაძემ
და ზურაბ ხიზანიშვილმა. ეს უკანასკნელი გააფრთხილეს კიდეც. გიორგი ლომაია სათადარიგო იყო.

* * *
პოლონურმა "იაგელონიამ" საშინაო ასპარეზზე მიიღო კვიპროსული "ომონია" და უგოლოდ დაუზავდა. "იაგელონიაში" 90 წუთი ითამაშა ნიკა ძალამიძემ, "ომონიაში" კი სრული მატჩი ჩაატარა უჩა ლობჟანიძემ.

* * *
თამაზ პერტიას გაწვრთნილმა "სკონტომ" საშინაო ასპარეზზე უნგრული "დებრეცენი" მიიღო. თამაში 2:2 დასრულდა. ლატვიური კლუბის შემადგენლობაში არ უთამაშია ახალგაზრდა მცველს, ლევან მახარაძეს, რომელიც დაშავებულია.

ლიტვურმა "ტრაკაიმ" გასვლაზე 0:4 წააგო კვიპროსულ "აპოლონთან". სტუმართა შემადგენლობაში 88-ე წუთზე გამოჩნდა ჩვენებური მცველი ნიკა აფაქიძე. არ უთამაშია ბესო ამაშუკელს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
დეიწყო ტრაბზონის ...... შოთაია სიმონ მანგარია.... მისი ძმა რეზია რომ წეიყვანოს, კიდევ უფრო ძააან მაგარი იქნება!!!
domenti
01:57 18-07-2015
0
1:0 ტრაპზონსპორისათვის წარმატებულად მიგაჩნია ალეკო კაკაურიძე? კარგად ერკვევი სპორტში...ერთი შენ და მეორე კიდევ ჯამლეტ ხუხაშვილი...
კახა
15:37 17-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული