აი, მომდევნო ეტაპის წილისყრაში კი "ინტერს" სასტიკად არ გაუმართლა - თუკი სვანაძის გუნდი მესამე ეტაპზე გავა, მას ბილბაოს "ატლეტიკი" შეხვდება.
"აზერისპორტმა" შეაქო ქართველთა გუნდის თამაში და მას "საოცარი "ინტერი" უწოდა.
სხვათა შორის, ისლანდიაში გაფრენამდე ინტერვიუში ზაურ სვანაძემ ხმამაღალი განაცხადი გააკეთა. მან საგაზეთო ინტერვიუში განაცხადა, რომ სურს, გუნდი აზერბაიჯანის ჩემპიონი გახადოს.