ზაურ სვანაძე: "ინტერის" მიზანი ჩემპიონობაა

AutoSharing Option
ზაურ სვანაძის ბაქოს "ინტერმა" სტუმრად 2:1 დაამარცხა "ჰაფნარფიორდური" და მომდევნო ეტაპზე გასვლის კარგი შანსი გაიჩინა. აღსანიშნავია, რომ ერთი გოლი ნიკა კვეკვესკირის ანგარიშზეა.

აი, მომდევნო ეტაპის წილისყრაში კი "ინტერს" სასტიკად არ გაუმართლა - თუკი სვანაძის გუნდი მესამე ეტაპზე გავა, მას ბილბაოს "ატლეტიკი" შეხვდება.

"აზერისპორტმა" შეაქო ქართველთა გუნდის თამაში და მას "საოცარი "ინტერი" უწოდა.

სხვათა შორის, ისლანდიაში გაფრენამდე ინტერვიუში ზაურ სვანაძემ ხმამაღალი განაცხადი გააკეთა. მან საგაზეთო ინტერვიუში განაცხადა, რომ სურს, გუნდი აზერბაიჯანის ჩემპიონი გახადოს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
Dააკვირდით ხიზანას მაიკაზე 87 აწერია.
Dato
18:35 17-07-2015
0

სიახლეები პოპულარული