ზურაბ ხიზანიშვილი: ბილბაოს "ატლეტიკზე" კიდევ ერთი დღე არ ვიფიქრებ

AutoSharing Option
ბაქოს "ინტერის" ქართველმა მცველმა ზურაბ ხიზანიშვილმა ინტერვიუ apasport.az-ს მისცა. ინტერვიუ, ძირითადად, "ჰაფნარფიორდურთან" ევროპალიგის საპასუხო მატჩს ეხება, რომელიც ბაქოში 23 ივლისს გაიმართება.

- როგორ ემზადებით "ჰაფნარფიორდურთან" საპასუხო მატჩისთვის?
- ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი თამაშია, ამიტომ მთელი სერიოზულობით ვემზადებით. სტუმრად მოვიგეთ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, მეორე 90-წუთიანი რაუნდიც უნდა მოვიგოთ. მთლიანად ამ შეხვედრაზე ვართ კონცენტრირებულნი.

- მეტოქეს უკვე კარგად იცნობთ...
- ისლანდიური გუნდი ძლიერია. პენალტის ეპიზოდამდე ისინი კარგად გვეთამაშებოდნენ. უმცირესობაში დარჩნენ და უპირატესობაც გამოვიყენეთ. ეს თამაში შეიძლებოდა წაგვეგო კიდევაც. "ჰაფნარფიორდური" ფიზიკურად ძალიან ძლიერია.

- მეორე
მატჩში უპირატესობის შენარჩუნებაზე იზრუნებთ თუ შეუტევთ?
- ასეთი თამაშები ორმატჩიანი სპექტაკლებია. ჩვენ მხოლოდ პირველი აქტი მოვიგეთ. ბაქოში ჩვენს თამაშს ვითამაშებთ, შედეგს მაქსიმალურად გავუფრთხილდებით, მაგრამ არ იფიქროთ, რომ დაცვაში ჩავსხდებით.

- ბევრი ფიქრობს, რომ ბილბაოს "ატლეტიკს" მომდევნო წრეში სწორედ "ინტერი" შეხვდება...
- ჩვენ ამის კარგი შანსი გვაქვს, მაგრამ ჯერ ეს წინააღმდეგობა არ გადაგვილახავს. "ბილბაოზე" მას მერე ვიფიქრებთ, რაც "ჰაფნარფიორდურს" ჩამოვიცილებთ გზიდან. ჯერ ადრეა.

- გუნდი თუ არის საკუთარ ძალებში დარწმუნებული?
- გუნდი 90%-ით ახალია, ახალია მწვრთნელი, "სინთეტიკაც", გუნდი ახალი შეკრებილია და ბევრ ნაკლს ასეთი თამაშები ასწორებს. გაგვიჩნდა მოტივაცია, რაც შედეგს მოგვიტანს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
კაი ფეხბურთელია, კაი ადამიანია და საერთოდ სამაგალითო კაცია ვინც იცნობს
qartveli
09:56 23-07-2015
0
ეს კაცი ყველაზე დაბალი დონის კლუბშიც არ უნდა ათამაშო
qarTveli
05:31 23-07-2015
0

სიახლეები პოპულარული