ავთო ებრალიძე "ჟილ ვისენტეს" საგოლე პასით შეეწია

AutoSharing Option
პორტუგალიური ელიტიდან გავარდნილმა "ჟილ ვისენტემ" ამხანაგურ მატჩში 3:1 დაამარცხა "რიუ ავე".

მიუხედავად იმისა, რომ "რიუ ავე" ელიტის წარმომადგენელია, ავთო ებრალიძის გუნდის უპირატესობა აშკარა იყო. ჩვენებურმა სასტარტოში ითამაშა და 43-ე წუთზე პაულინიოს გაატანინა.

მეორე ტაიმში თითქმის მთელი შემადგენლობა შეიცვალა.

"ჟილ ვისენტე" სეგუნდა ლიგას "მაფრასთან" თამაშით 8 აგვისტოს დაიწყებს. ამავე ლიგაში თამაშობს გიორგი მაკარიძის "ფეირენშეც", რომელიც ლისაბონის "სპორტინგის" სარეზერვო გუნდს ესტუმრება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული