მიუხედავად იმისა, რომ "რიუ ავე" ელიტის წარმომადგენელია, ავთო ებრალიძის გუნდის უპირატესობა აშკარა იყო. ჩვენებურმა სასტარტოში ითამაშა და 43-ე წუთზე პაულინიოს გაატანინა.
მეორე ტაიმში თითქმის მთელი შემადგენლობა შეიცვალა.
"ჟილ ვისენტე" სეგუნდა ლიგას "მაფრასთან" თამაშით 8 აგვისტოს დაიწყებს. ამავე ლიგაში თამაშობს გიორგი მაკარიძის "ფეირენშეც", რომელიც ლისაბონის "სპორტინგის" სარეზერვო გუნდს ესტუმრება.