ოფიციალურად: ლევან შენგელია ბელგიის "ტუბიცეს" ფეხბურთელია

AutoSharing Option
არახალია, რომ ფოთის "კოლხეთის" ყოფილი თავდამსხმელი ლევან შენგელია ბელგიურ "ტუბიცეში" ისინჯებოდა. მისი საკითხი დადებითად გადაწყდა: ბელგიის პირველი დივიზიონის მერვეადგილოსანმა 20 წლის ქართველს კონტრაქტი შესთავაზა.

"იბერია 2010"-ის დამფუძნებელმა და მთავარმა მწვრთნელმა გუბაზ დოლიძემ (შენგელიას აღმზრდელი) გვითხრა, რომ ტრანსფერი ოფიციალურად განხორციელდა:

"ლევანის ამბავი გადაწყვეტილი იყო. ბოლოს "ტუბიცემ" საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა ფრანგულ "ლანსთან" და, როგორც ვიცი, ლევანმა ძალიან კარგად ითამაშა, გუნდში საუკეთესო იყო და მწვრთნელიც კმაყოფილი დარჩა. კონტრაქტიც სწორედ ამ მატჩის შემდეგ გაუფორმეს.

ყველა იურიდიული ფორმალობა დასრულდა - შენგელია "ტუბიცეს" ფეხბურთელია. ახლა მთავარია,
თავი ოფიციალურ მატჩებშიც გამოიჩინოს. მერე კი, სავარაუდოდ, უკეთეს გუნდში წაიყვანენ", - ამბობს დოლიძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული