ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ნიკა ძალამიძე "იაგელონიიდან" თურქულ სუპერლიგაში გადადის

AutoSharing Option
პოლონური "ევროსპორტის" ინფორმაციით, პოლონურ "იაგელონიას" ნიკა ძალამიძე დატოვებს, ის თურქულ "სივასფორში" გადადის.

"ჩვენი ინფორმაციით, პატრიკ ტუშჩინსკი და ნიკა ძალამიძე "იაგელონიას" ტოვებენ და თურქულ ლიგაში გადადიან. ორივე ფეხბურთელმა დაგვიდასტურა, რომ ახლა მოლაპარაკებას იწყებენ კლუბთან ტრანსფერზე.

ძალამიძეს "სივასფორში" ელოდებიან, ხოლო ტუშჩინსკის - "რიზესფორში". ფეხბურთელების ტრანსფერი ჯერ არ განხორციელებულა, თუმცა პროცესი დაწყებულია.

"იაგელონიის" სპორტულმა დირექტორმა აგნიეშკა სიჩევსკამ დაადასტურა, რომ მოლაპარაკება დაწყებულია და უახლოეს ხანებში კიდევ უფრო მეტი გაირკვევა.

ფეხბურთელები ჯერჯერობით ისევ "იაგელონიაში" ვარჯიშობენ, 28 ივლისისთვის ყველაფერი ცხადი გახდება", - წერს პოლონური "ევროსპორტი".

ნიკა
ძალამიძემ 33 თამაშში 3 გოლი გაიტანა შარშანდელ ჩემპიონატში, ხოლო საგოლე პასებით ის პოლონურ ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

"სივასფორი" გასულ სეზონში მე-14 ადგილზე გავიდა თურქულ სუპერლიგაში. ცნობილი ფეხბურთელებიდან ამ გუნდში არიან ბრაზილიელი სისინიო და ნიგერიელი ჯონ უტაკა.