ნიკა ძალამიძე თურქულ სუპერლიგაში გადადის, ოღონდ "სივასში" არა

AutoSharing Option
ნიკა ძალამიძე თურქული სუპერლიგის გუნდში გადადის, მაგრამ, როგორც ჩანს, არა იმ გუნდში, რომელზეც პოლონური მედია წერდა - ძალამიძე "იაგელონიიდან", "სივასის" ნაცვლად, "რიზესფორში" გადადის.

აი, რას წერს "ფანატიკი": "რიზეს" თავკაცის, ჰიკმეტ კარამანის მოწადინებით, გუნდში ორი ფეხბურთელი ითამაშებს "იაგელონიიდან": პოლონელი ფორვარდი პატრიკ ტუშჩინსკი და ქართველი ნახევარმცველი ნიკა ძალამიძე. ეს ფეხბურთელები 3-წლიან კონტრაქტს მოაწერენ ხელს".

sport.fakt.pl-ის ინფორმაციით, ორივეში "რიზე" 1,5 მილიონ ევროს იხდის.

"ჩაიკურ რიზესფორი" გასულ სეზონში მე-15 ადგილზე გავიდა. მოგეხსენებათ, რიზე თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის ქალაქია, ისტორიულ ლაზეთში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული