აი, რას წერს "ფანატიკი": "რიზეს" თავკაცის, ჰიკმეტ კარამანის მოწადინებით, გუნდში ორი ფეხბურთელი ითამაშებს "იაგელონიიდან": პოლონელი ფორვარდი პატრიკ ტუშჩინსკი და ქართველი ნახევარმცველი ნიკა ძალამიძე. ეს ფეხბურთელები 3-წლიან კონტრაქტს მოაწერენ ხელს".
sport.fakt.pl-ის ინფორმაციით, ორივეში "რიზე" 1,5 მილიონ ევროს იხდის.
"ჩაიკურ რიზესფორი" გასულ სეზონში მე-15 ადგილზე გავიდა. მოგეხსენებათ, რიზე თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის ქალაქია, ისტორიულ ლაზეთში.