ლეგიონი: კახა ალადაშვილის გოლი და ჯანო ანანიძის სასტარტო [VIDEO]

AutoSharing Option
გუშინ, 3 აგვისტოს, რამდენიმე ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა. გაიტანა "სკა ენერგიის" ჩვენებურმა მცველმა კახა ალადაშვილმა, ჯანო ანანიძე კი მოსკოვის "სპარტაკის" ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა...

რუსეთის ჩემპიონატის პირველ ლიგაში "სკა ენერგია" შინ "სიბირს" დაუზავდა - 1:1. შეხვედრის მე-16 წუთზე ციმბირელთა კარში გოლი ალადაშვილმა შეაგდო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პრემიერლიგაში კი ერთი მატჩი გაიმართა. მოსკოვის "სპარტაკმა" შინ 1:0 მოუგო ყაზანის "რუბინს". რომ არა ამ გუნდის მცველის, საბა კვირკველიას დისკვალიფიკაცია (წინა ტურში გააძევეს), გუშინ "ქართული დერბი" შედგებოდა... კვირკველიასგან განსხვავებით, სპარტაკელთა შორის სასტარტო შემადგენლობაში იყო და 55 წუთი
ითამაშა ჯანო ანანიძემ.

* * *
პოლონეთის ჩემპიონატში ხოჟუვის "რუხმა" გასვლაზე 2:1 მოუგო "კორონას". სტუმართა რიგებში სრულად ითამაშა როლანდ გიგოლაევმა, რომელსაც კახა ცხადაძე საქართველოს ნაკრების წევრობის კანდიდატად მოიაზრებს.

* * *
ესტონეთის მეისტრილიგაში (უმაღლესი) "ფლორამ" სტუმრად 1:0 მოუგო "სილამიაე კალევს". "ფლორაში" 81 წუთი ითამაშა ნახევარმცველმა ზაქარია ბეგლარიშვილმა.

* * *
ფინეთის ვეიკაუსლიგაში (უმაღლესი) უგოლოდ დაზავდნენ აუტსაიდერები - "კოოტეპე" და "ვაასა". მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი ოსიტაშვილი, რომელიც 83-ე წუთზე შეცვალეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჯანო წამოდი მაქედან!
0
ika-ს. ის მაინც თქვი, სად ეპატიჟები, "დილაში" ხომ არა?
wamodi ara!!!!!
10:39 04-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული