ზაურ სვანაძე: მეტოქე ძალიან ძლიერია, თუმცა ჩვენ გვაქვს წარმატების იმედი

AutoSharing Option
როგორც აზერბაიჯანული "ინტერის" პრეზიდენტმა გიორგი ნიკოლოვმა განუცხადა ადგილობრივ ჟურნალისტებს, კლუბში ივნისის ხელფასები დარიგდა. თუმცა "ინტერის" ფინანსური მდგომარეობა ჯერაც ვერ არის იდეალური.

ხელფასმა "ინტერს", რომ იტყვიან, სულზე მიუსწრო - დღეს, 6 აგვისტოს, ბაქოური გუნდი ევროპალიგის III საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში პრიმერადივიზიონურ "ბილბაოს" უნდა დაუხვდეს.

ზაურ სვანაძის გუნდს პირველი შეხვედრა 0:2 აქვს წაგებული. შეგახსენებთ, რომ "ინტერის" ღირსებას იცავენ ზურაბ ხიზანიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, ლაშა კასრაძე და გიორგი ლომაია.

"ინტერის" ქართველმა დამრიგებელმა ბასკებთან გასამართავ შეხვედრაზე ილაპარაკა. სვანაძის თქმით, "ბილბაოსთან" ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრის შანსი არის, მაგრამ
ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება.

"ჩვენ მთელი სერიოზულობით ვემზადებით ხვალინდელი მატჩისთვის. მახარებს ის გარემოება, რომ შემადგენლობაში არ არიან ტრავმირებული და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები...

მეტოქე ძალიან ძლიერია, თუმცა ჩვენ გვაქვს წარმატების იმედი და ეს, მიუხედავად იმისა, რომ ორ გუნდს შორის დონეში სხვაობა არის.

საღამოს მაინცდამაინც დიდი სიცხე არ იქნება და მინდა, მოვუწოდო გულშემატკივარს, მოვიდეს სტადიონზე და მხარი დაგვიჭიროს. ჩვენ მათი გვერდში დგომა ძალიან გვჭირდება", - განაცხადა სვანაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული